10 ივლ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე RAF-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელ ჩად ბრონსტეინს, RAF-ის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელ ელდარ ელდაროვსა და RAF-ის მედიის დირექტორსა და თანადამფუძნებელ ერიკ ბიშოფს შეხვდა. შეხვედრაზე 11 ივლისს საქართველოში დაგეგმილ „RAF Georgia“-ს ღონისძიების შესახებ ისაუბრეს.
მინისტრმა RAF-ის დამფუძნებელთა გუნდს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.
ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის – ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები.
მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ლადო ხინჩეგაშვილი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.