10 ივლ 2026
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კალათბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია. სანდრომ "ლეიკერსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ დოლარს მიიღებს.
სანდრო ახალ კლუბში კვლავ 54-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. 27 წლის მამუმ გასულ სეზონში ტორონტოს მაისურით 80 თამაშში საშუალოდ 11.2 ქულის, 4.9 მოხსნის და 1.8 პასის დაგროვება მოახერხა, 52% სროლის სიზუსტით და 39% სამქულიანით.
სანდრო მამუკელაშვილს „ტორონტოს“ გარდა, „სან ანტონიო სპურსაა“ და „მილუოკი ბაქსში“ უთამაშია.