ფლორიდის აეროპორტს ტრამპის სახელი დაერქვა

10 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია“, რომ პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს ოფიციალურად მისი სახელი დაერქვა.

„მადლობას ვუხდი ყველას პალმ ბიჩში თქვენი ხმისა და ნდობისთვის. ეს მალე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სანახაობრივი აეროპორტი გახდება!“, - დასძინა დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე.

ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩის აეროპორტს  ხუთშაბათს ოფიციალურად დაერქვა ტრამპის სახელი.

პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელის მინიჭება რესპუბლიკელი ლიდერის მხარდაჭერისადმი მაღალი დონის მინიშნება იყო  ფლორიდის შტატში, სადაც მისი მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია მდებარეობს.