შეხვედრა ახალგაზრდებთან

10 ივლ 2026

არჩევნების მნიშვნელობა,  საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმები, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში - ეს საკითხები განიხილეს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა.

შეხვედრა საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.