10 ივლ 2026
ესპანეთის სამხრეთ ანდალუსიის რეგიონში, სიცხის ტალღამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დაღუპულია 12 ადამიანი და 23 დაკარგულად ითვლება.
მასშტაბურმა ხანძრებმა საფრანგეთი და პორტუგალიაც მოიცვა. მეხანძრეები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსხვერპლთა შორის ერთი ესპანელი, დანარჩენები კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებმაც უგულებელყვეს მოწოდებები თავშესაფრებში გადასვლის შესახებ და ამის ნაცვლად, მანქანით გაქცევა გადაწყვიტეს.
ეს ტერიტორია პოპულარული დასასვენებელი ადგილია , სადაც მრავალი უცხოელის, განსაკუთრებით ფრანგების, ბრიტანელების და ბელგიელების აგარაკებია განთავსებული.