აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან სამხედროებს უბრძანა, მზად იყვნენ ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის

11 ივლ 2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან სამხედროებს უბრძანა, მზად იყვნენ ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის, თუ ირანის მთავრობა პრეზიდენტის მკვლელობას განახორციელებს ან შეეცდება. „ათასი რაკეტაა მიმართული ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანის მთავრობა იმოქმედებს მსოფლიოს მრავალ კუთხეში გაჟღერებული მუქარის გათვალისწინებით, მოკლას ან სცადოს მოკვლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ამ შემთხვევაში, ჩემი მკვლელობა“, - დაწერა ტრამპა თავის სოციალურ პლატფორმაზე. „ბრძანებები უკვე გაცემულია და აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, სურთ და შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში, გახანგრძლივების პირობით, სრულად გაანადგურონ ირანის ყველა ტერიტორია“-წერს ტრამპი.