11 ივლ 2026
ჩრდილოეთ კორეამ ანკარაში ნატოს სამიტის შემდეგ სამხედრო ბლოკების გაძლიერებისა და შეიარაღების გაზრდის დაჩქარების გამო შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაგმო.
ფხენიანმა ნატოს ლიდერები ჩრდილოეთ კორეის ლეგიტიმური სუვერენული უფლებების საფრთხედ წარმოჩენაში დაადანაშაულა- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, ალიანსმა ბლოკებს შორის დაპირისპირება გააძლიერა შეიარაღებაზე ხარჯების გაზრდისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეებთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის გზით. სამშაბათს, თურქეთში გამართულ ნატოს სამიტზე ოფიციალურმა პირებმა 50 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო შესყიდვებისა და სამრეწველო შეთანხმებების შესახებ განაცხადეს, რადგან ევროპელი მოკავშირეები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიან. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სეული გააფართოვებს თანამშრომლობას ნატოს მოკავშირეებთან უახლესი ტექნოლოგიების და იარაღის სისტემების წარმოების სფეროში. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, სამიტმა აჩვენა, რომ ნატო ომსა და კონფრონტაციაზე ორიენტირებული ორგანოა.