11 ივლ 2026
ტაიფუნმა „ბავიმ“ ტაივანსა და იაპონიას გადაუარა. ძლიერმა ქარმა და შტორმმა ამ ქვეყნებში სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფერხა. ტაივანის მთავრობამ 14 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა ძირითადად მთიანი რეგიონებიდან.
ოგიერთ რაიონში თითქმის ერთი მეტრის ოდენობით ნალექი მოვიდა. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი. იაპონიის სამხრეთ კუნძულ იშიგაკის და მიმდებარე იაეიამის კუნძულებზე 4 ათასზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. იაპონიის ხელისუფლებამ გაფრთხილება გაავრცელა ძლიერი ქარის შესახებ, რომლის სიჩქარე წამში 60 მეტრს აღწევს.
სტიქიამ ფრენები და ბორნების მომსახურება შეაჩერა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი მეწყერის, წყალდიდობისა და შტორმების შესახებ გააფრთხილა. პროგნოზის თანახმად, ქარიშხალი დღეს დილას ჩინეთის აღმოსავლეთ ქალაქ ვენჯოუს მიუახლოვდა, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტიქიის რაიონიდან უსაფრთხო ადგილებში უკვე გაიყვანეს 600 ათასი ადამიანი.