12 ივლ 2026
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4333 მიაღწია, დაშავდა 16700-ზე მეტი პირი. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, დაღუპულთაგან 315 ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული. ხორხე როდრიგესის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის საცხოვრებლის განაწილება მომავალი კვირიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით ვენესუელაში 17 ათასი მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა.