12 ივლ 2026
აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იერიში ირანზე მას შემდეგ მიიტანეს, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე კვლავ დახურა. უწყების ცნობით, აშშ-ის საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე. აშშ-ის დარტყმებიდან რამდენიმე საათში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს.