დონალდ ტრამპი - არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, კიდევ უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდი

12 ივლ 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს აშშ-ში არჩევნები რომ ტარდებოდეს კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. პრეზიდენტის თქმით, დემოკრატებმა უნდა აღნიშნონ რომ ტრამპი ყველა დროის საუკეთესო პოლიტიკური სპორტსმენია. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არჩევნებში მაშინ გაიმარჯვა, როდესაც პრესა მის შესახებ მხოლოდ ყალბ და ნეგატიურ ამბებს ავრცელებდა. დაამატა, რომ დემოკრატები კომუნისტები არიან და ისინი „ჩაძირულ გემში“ სხედან, რის გამოც ვერაფერს იზამენ.