რუსეთის იერიში სუმზე - დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

12 ივლ 2026

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე მიტანილი იერიშის შედეგად. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია, დაშავებულია 30-ზე მეტი პირი. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული 13 წლის გოგო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იყო. სუმის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორი მართული საავიაციო ბომბი ხალხმრავალ ადგილზე ჩამოვარდა. იერიშის დროს დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ გასულ თვეს უკრაინაში სულ მცირე 265 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.