12 ივლ 2026
ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-მა თბილისში ღონისძიება ჩაატარა, სადაც ხუთი ქართველი მებრძოლი ვიხილეთ. ესენი იყვნენ გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე და მერაბ დვალიშვიოლი, ტურნირზე იასპარეზა არმან ცარუკიანმაც, რომელსაც ჭიდაობა გამაყრუებელი სტვნისა და ილია თოფურიას მხარდამჭერი შეძახილების ფონზე მოუწია
5 ქართველიდან ერთადერთი ვლადიმერ გამყრელიძე აღმოჩდა რომელიც ამერიკელ ტაილ დეიკსთან დამარცხდა.საინტერესო და სანახაობრივი იყო მერაბ დვალიშვილის ასპარეზობა, ქართველმა ჰენრი სეხუდოსთან პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან პრაქტიკულად წაგებული შეხვედრის მოგება შეძლო, პირველი პერიოდის მიმინარეობისას მერაბი 0-8 აგებდა თუმცა დარჩენილ დროში 11 ქულის აღება შეძლო და ანგაიში 11 :8 მერაბის გამარჯვებით დასრულდა
ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის იყვნენ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.