„დაარქვი, რაც გინდა“ - ამ სახელწოდებით ოთარ (ოთია) ქათამაძის პიესის  პრემიერა გაიმართა

12 ივლ 2026

„დაარქვი, რაც გინდა“ - ამ სახელწოდებით ოთარ (ოთია) ქათამაძის პიესის  პრემიერა გაიმართა ბათუმის დრამატულ თეატრში. სპექტაკლი რეჟისორმა გაგა გოშაძემ დადგა.  პრემიერა თეატრში მიმდინარე პროექტ  „ოთიას დღეების“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც  ახალგაზრდა მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის,  ხსოვნასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა.  რეჟისორის გადაწყვეტილებით, სცენაზე გაცოცხლდა ოთარ ქათამაძის პიესა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანის, ხელოვანისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების თემებს ეხება. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები გიორგი ყურავა, თორნიკე ბარამიძე და მიხეილ ღომიძე. „ოთიას დღეების“ ფარგლებში ბათუმელმა მაყურებელმა უკვე იხილა სანდრო ახმეტელის თეატრის გასტროლები — ოთარ ქათამაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლები „ხანუმა“ და „ანე ფრანკის დღიური“. დასკვნით ღონისძიებად კი სწორედ პიესის „დაარქვი, რაც გინდა“ პრემიერა გაიმართა.