სროლა ტორონტოში - დაღუპულა 2 ადამიანი

12 ივლ 2026

კანადის ქალაქ ტორონტოში საცეკვაო ფესტივალზე ცეცხსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ფესტივალზე მომხდარი სროლის შემდეგ, სამართალდამცავებმა მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.