12 ივლ 2026
ჩინეთში ძლიერ ტაიფუნს ებრძვიან. ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის 2 მილიონი ადამიანია ევაკუირებული. ტაიფუნმა „ბავმა“ თავდაპირველად გასულ დღეს ქალაქ ტაიჭოუს სანაპიროს მიაღწია, შემდეგ კი ვენჭოუს სანაპიროსკენ გადაინაცვლა. სინოპტიკოსების განცხადებით, „ბავი“ ამ დროისთვის შესუსტებულია და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, თუმცა ის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. სინოპტიკოსების პროგონით, შტორმი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას თანდათან კიდევ უფრო შესუსტდება.