უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა - პრეზიდენტი საკადრო ცვლილებებს აანონსებს

12 ივლ 2026

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ცვლილებები პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განიხილა და მას ქვეყნის მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების ახალი და მნიშვნელოვანი სფეროს ხელმძღვანელობა შესთავაზა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა პოლიტიკურ სტრატეგიას ცვლის და განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელების უზრუნველსაყოფად საკადრო ცვლილებები დაიწყება. მისი განმარტებით, საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ სფეროზე პასუხისმგებლობა დაეკისრება კონკრეტულ პირს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და რომელსაც შეუძლია განახორციელოს ის, რაზეც ლიდერების დონეზე შეთანხმება მიღწეულია და რასაც უკრაინელი ხალხი მოელის. დაამატა, რომ იგივე ეხება საშინაო საქმეებსაც.