12 ივლ 2026
„ოქროს ტბის“ მიმდებარედ არსებული წყალსათხილამურო სპორტული ბაზა 35-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო სპორტის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა.
შავი ზღვისპირეთი ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს.
„Poti Pro 2026“-სს და ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონტინენტური ჩემპიონატია. კოლხეთის უძველეს მიწაზე ევროპის ას საუკეთესო სპორტსმენს ელიან.
სტუმრები გვეყოლება ასევე აფრიკის 22 ქვეყნიდან, მათ შორის წყალსათხილამურო სპორტის აღიარებული ლეგენდები, შეჯიბრებები სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში - სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება. სწორედ ამ ისტორიულ სპორტულ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ჟურნალისტებისთვის მედიატური მოაწყო.