13 ივლ 2026
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.
მცხეთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III აღავლინა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება და ქალაქში შესვლა თავისუფალი იქნება.
შეგახსენებთ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოში წელიწადში ორჯერ - 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღინიშნება.