„ბათუმი ოფენი 2026“ - სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი

13 ივლ 2026

საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ბათუმში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი — „ბათუმი ოფენი 2026“ ჩატარდა.

შეჯიბრებაში 7 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. 

მედლების რაოდენობით, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. 

პირველი საშეჯიბრო დღე უფროსი ასაკის კარატისტების გამოსვლას დაეთმო, ტურნირი კი უმცროსი ასაკის სპორტსმენების ასპარეზობით დასრულდა. 

შეჯიბრზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება, რომლებიც ქვეყნის სახელით საერთაშორისო პრესტიჟულ შეჯიბრებებზე იასპარეზებენ.