ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყეს

13 ივლ 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმები დაიწყეს.

უწყების ცნობით, დარტყმების მიზანია კიდევ უფრო შესუსტდეს ირანის შესაძლებლობები, განახორციელონ თავდასხმები სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მიმოსვლისას.

თავის მხრივ, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ თეირანი მზადაა სრუტეზე კონტროლის შესანარჩუნებლად ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის აღნიშნული დერეფნის კონტროლი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა.