13 ივლ 2026
რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინულმა მხარემ თავდასხმა განახორციელა. მედიის ცნობით, იერიშის სამიზნე სტავროპოლის მხარეში მდებარე სამრეწველო ზონა გახდა. მოსკოვის მერის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული დრონები ჩამოაგდეს.
სერგეი სობინიანის თქმით, საერთო ჯამში 40-მდე დრონის მოგერიება შეძლეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა კი აღნიშნა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რეგიონში სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.