ბანგკოკში ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა

13 ივლ 2026

ბანგკოკში ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. პირველადი შეფასებით,  ცეცხლი ელექტრო ჩამრთველიდან გაჩნდა, რასაც არაერთი აფეთქება და ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა.

გავრცელებული ცნობით, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ნახევარ საათში შეძლეს, თუმცა დიდი მსხვერპლის მიზეზად შენობაში საევაკუაციო გასასვლელების არ ქონას ასახელებენ.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.