პარიზის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან

13 ივლ 2026

პარიზის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. გავრცელებული ცნობით, ცეცხლმა უკვე 800 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია.

სტიქიის გამო, ნაწილობრივ ჩაიკეტა მთავარი ავტომაგისტრალი. რეკორდულმა სიცხემ ტყის ხანძრები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია.

ესპანეთში 5 დღის წინ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.