13 ივლ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შტატებმა ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა აღადგინა. დონალდ ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღია დარჩება, ირანთან ერთად თუ მის გარეშე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ აღადგენს ირანის ბლოკადას, რომელსაც ასე იმიტომ ეწოდა, რომ ის მხოლოდ ირანის გემებს ან კლიენტების შესვლასა და გასვლას აჩერებს.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ ირანელები ახლა მძიმე მდგომარეობაში არიან და მათი სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია. ასევე არ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.