კაია კალასის განცხადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე

14 ივლ 2026

კაია კალასის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე ამ დროისთვის შეთანხმება ვერ ხერხდება, თუმცა დაამატა რომ ამასთან ახლოს არიან. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიენიჭებინა.

კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მომავალი ზამთარი კვლავ რთული შეიძლება აღმოჩნდეს და სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებს.

დაამატა, რომ ევროკავშირი ემზადება უკრაინის დასახმარებლად.