უკრაინამ „გაზპრომის“ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაზე იერიში მიიტანა

14 ივლ 2026

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „მოგერიებულია“ უკრაინული დრონების „მასირებული შეტევა“.

მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ იერიში მიიტანა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.

გარდა ამისა, კრასნოდარის მხარის ხელისუფლებაც ადასტურებს დაბა აფიპსკიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევას.