აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში ირანში მდებარე ობიექტებზე იერიში მიიტანეს

14 ივლ 2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ღამის განმავლობაში ირანზე თავდასხმები განახორციელეს. 

უწყების ცნობით, იერიშების სამიზნე გახდა ობიექტები ბუშერსა და სხვა რეგიონებში, ასევე ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო ობიექტები.

პარალელურად, ირანში აცხადებენ, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.