14 ივლ 2026
პარიზის მახლობლად, პოლიციამ ქალაქ ფონტენბლოს ტყეში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. შსს-ს ვარაუდით, ეჭვმიტანილებმა ხანძარი განზრახ გააჩინეს, რაზეც 1000 მეტრიან პერიმეტრში აღმოჩენილი ათამდე ცეცხლის კერა მიუთითებს.
უწყების ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით, განზრახ ან შემთხვევით ცეცხლის წაკიდების ბრალდებით 59 ადამიანი დააკავეს, მათგან შვიდს პატიმრობა შეუფარდეს.
ცნობისთვის ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩასაქრობად 600-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. უკვე დამწვარია 1300 ჰექტარი ტერიტორია.