14 ივლ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი, გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ინიცირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, მხარს დაუჭერს. ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქციების პაკეტი დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობის, ურანისა და ბუნებრივი აირის შემსყიდველები არიან.
„სიენენი“ წერს, რომ სენატორმა გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ადრე ბუნდოვანი იყო დაუჭერდა თუ არა კანონპროექტს მხარს დონალდ ტრამპი.