ბათუმში, ანგისის ქუჩაზე გაზის აალების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

14 ივლ 2026

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, თხევადი გაზის ბალონი აალდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ორივე დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაშია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც მეზობლებმაც განმარტეს კორპუსის მეოთხე სართულზე ბუნებრივი აირის აალების შედეგად ორი აქ მცხოვრები მსუბუქად დაშავდა მათი დახმარება და გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მოხდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება