14 ივლ 2026
მსოფლიოში ნავთობის ფასი, ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის გამწვავების გამო, კვლავ გაიზარდა. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 1.9%-ით გაიზარდა და 84,87 აშშ დოლარი შეადგინა. 2%-იანი ფასნამატია აშშ-ში ნავთობის ფასზე და ის 79,75 აშშ დოლარს შეადგენს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი ერთ ბარელზე რეკორდულ მაჩვენებლამდე აპრილში გაიზარდა და 120 აშშ დოლარს მიაღწია.