ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 პალესტინელი დაიღუპა

14 ივლ 2026

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 პალესტინელი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

ოფიციალური პირების თქმით, გასული წლის ოქტომბერში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ანკლავში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 1 100 პალესტინელი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა ირანის მისამართით და აღნიშნა, რომ თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, თეირანის მიმართ პასუხი გაცილებით ძლიერი იქნება.