15 ივლ 2026
რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დაშავდა 3 პირი, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
ლისაკის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.
გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ივნისში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რას 2022 წლის აპრილიდან ერთი თვის განმვალობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.