აშშ-ის სენატში დემოკრატმა სენატორებმა თავდაცვის დაფინანსების ყოველწლიური კანონპროექტის მიღება დროებით დაბლოკეს

15 ივლ 2026

აშშ-ის სენატში დემოკრატმა სენატორებმა თავდაცვის დაფინანსების ყოველწლიური კანონპროექტის მიღება დროებით დაბლოკეს. სენატორების განცხადებით, დოკუმენტში არ არის საკმარისი განმარტება ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციისა და ადმინისტრაციის მხრიდან მისი სტრატეგიის შესახებ.

დემოკრატები აღნიშნავენ, რომ გასულ თვეში მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, რომელიც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას ისახავდა მიზნად, აშშ კვლავ ჩართულია კონფლიქტში. 

სენატორებმა ასევა აღნიშნეს, რომ ვიდრე ირანთან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, დემოკრატები თავდაცვის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.