დონალდ ტრამპი - თუ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება, შეერთებული შტატები მომავალ კვირაში ქვეყნის ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განახორციელებს

15 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება, შეერთებული შტატები მომავალ კვირაში ქვეყნის ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განახორციელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, ვიდრე მის შეწყვეტას თავად არ გადაწყვეტს. 

თავის მხრივ, შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმები დაიწყეს, რომლის მიზანიც იმ სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებაა, რასაც ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის იყენებს.

მანამდე „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის „მტრული ქმედებების“ გაგრძელების შემთხვევაში რეგიონიდან არცერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ გავა.