მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებისთანავე, მეორე ეტაპზე  გასასვლელად სასურველი დროის დაჯავშნა ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი

15 ივლ 2026

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ. ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.

რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით.