15 ივლ 2026
უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს.
კიევში ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ასევე რუმინეთის, მოლდოვისა და სერბეთის პრეზიდენტები.
კიევში ასევე ჩავიდნენ ხორვატიის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებიც.