დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის

15 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მიუხედავად მიმდინარე თავდასხმებისა უახლოეს პერიოდში მზად არის უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.

ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება. ცნობისთვის, სააგენტო „როიტერი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი უარყოფს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს და სავარაუდოდ, კონფლიქტის გაძლიერებას აპირებს.