ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

15 ივლ 2026

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „ევრონიუსის“ ცნობით, შეთანხმების მიზანი ევროკავშირის სამრეწველო ბაზისა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაერთიანებაა. ასევე, დრონების წარმოების შეთანხმების რეალიზაციისთვის დაფინანსება ევროკავშირის ორი წყაროდან გამოიყოფა.  

კიევში გამართულ ღონისძიებაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვით-სამრეწველო სფეროში პარტნიორობის ახალი პროგრამა იწყება. მისი თქმით, ევროპამ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.