15 ივლ 2026
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, 89_ე თეატრალური სეზონი დახურა. პატარებმა მანანა ხელაიას რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი ,, ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება” იხილეს.
სწორედ ,,ბურატინოს თავგადასავალი’’ იყო ამ სეზონის ერთ-ერთი სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ბავშვთა დღეს 1 ივნისს თეატრის სცენაზე ოვაციებით შედგა.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორის, სალომე ჯიჯავაძის თქმით, 90-ე საიუბილეო სეზონზე მაყურებლისთვის თეატრი საინტერესო სიახლეებით დაბრუნდება.