თამარის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არის დაშავებული

16 ივლ 2026

თამარის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საწინააღმდეგო მიმართულებით გადავიდა, რა დროსაც ჯერ ფეხით მოსიარულე ქალს, შემდეგ კი მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.