რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტები ესროლა

16 ივლ 2026

ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დედაქალაქ კიევის  ორ რაიონზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად. აფეთქებებმა ხანძარი გამოიწვია. მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდასხმების შედეგად  ექვსი ადამიანი, მათ შორის 16 წლის მოზარდი, დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა ორ საწყობში და ახლოს გაჩერებულ სატვირთო მანქანებში ერთ-ერთ რაიონში. კიევის სვიატოშინსკის რაიონში, ხანძარი  ერთსართულიან საწყობში გაჩნდა.

სასწრაფო სამსახურების მონაცემებით, ორი ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.