16 ივლ 2026
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. დღეს უმაღლესი რადა ჯერ მთავრობის ახალ მეთაურს, შემდეგ კი ახალ მინისტრებს უყრის კენჭს.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო წარადგინა.
უკრაინული მედიის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზად თავდაცვის მინისტრსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ალექსანდრ სირსკის შორის კონფლიქტი სახელდება.
უკრაინაში იულია სვირიდენკოს მეთაურობით წინა კაბინეტი 14 ივლისს დაითხოვეს.