თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მე-10 წლისთავი აღნიშნეს

16 ივლ 2026

სტამბოლში, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მეათე წლისთავის აღსანიშნავად ბოსფორის ხიდზე დრონების შოუ გაიმართა. დრონების შოუზე გამოსახული იყო თურქეთის პრეზიდენტის, ტაიპ ერდოღანის, ტანკთან მდგომი კაცის და სხვა ფოტოები ხიდის გვერდით, რომელსაც მოწამეთა ხიდი ეწოდა  15 ივლისის პუჩის შემდეგ.  აჯანყებულმა ჯარისკაცებმა სამხედრო თვითმფრინავები, ტანკები და ვერტმფრენები დაიკავეს გადატრიალების მცდელობის დროს, რომლის დროსაც 250 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის მთავრობამ გადატრიალების ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა დაადანაშაულა. გადატრიალების აღკვეთას ფართომასშტაბიანი რეპრესიები მოჰყვა, რომლის დროსაც საგანგებო მდგომარეობის გამო სულ მცირე 77 ათასი ადამიანი დააკავეს და 150 ათასი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის მასწავლებლები, მოსამართლეები და ჯარისკაცები სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

გიულენი, რომელიც 1999 წლიდან შეერთებულ შტატებში  ემიგრაციაში იმყოფებოდა და 2024 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, უარყოფდა პუტჩში მონაწილეობას, თუმცა მისი მოძრაობა თურქეთში  ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადდა.