16 ივლ 2026
„ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ პროექტის დასკვნითი ღონისძიება თბილისის ეროვნულ პარკში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და წარედგინათ ნამუშევრები ესეს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით.
მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები, შემეცნებითი შეხვედრები და საველე გასვლები გაიმართა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.