17 ივლ 2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და კურორტ ბახმაროში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
შსს-ს ცნობით, დამსვენებლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შაორის ტბის მიმდებარედ მაშველთა ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობით პატრულირებენ, ხოლო კურორტ ბახმაროში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები. გადაუდებელი დახმარების საჭიროების, ასევე, დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში.