სანიტარიული ჭრები მავნებლების წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთის ტყეებში 

17 ივლ 2026

ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ეკოსისტემის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ძირითადად მავნებელი მწერის მასობრივ გავრცელებას უკავშირდება.

ამიტომ ღონისძიების მიზანია მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ტყის ეკოსისტემების დაცვა და მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვა. სანიტარიულ ჭრებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგს ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებითაც ახორციელებს.  

ამ დროისთვის ფერომონიანი მწერსაჭერების საშუალებით დაჭერილი და განადგურებულია 140 000-მდე მბეჭდავი ქერქიჭამია.