17 ივლ 2026
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე საქართველო–ესპანეთის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული აგროფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და ესპანელმა მეცნიერებმა, ექსპერტებმა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა მეხილეობის თანამედროვე აგროტექნოლოგიები, ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება ქართველ ფერმერებსა და სპეციალისტებს გაუზიარეს.
მონაწილეებმა, ასევე კლიმატური გამოწვევების პირობებში მეხილეობის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს.