17 ივლ 2026
,,მომავლის პედაგოგიკა და ციფრული ტრანსფორმაცია’’ - ამ სახელწოდებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რეგიონული კონფერენცია გაიმართა ბათუმში.
შეხვედრის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის, როგორც სამუშაო ინსტრუმენტის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე პროექტის მონაწილეებმა ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები გაუზიარეს.
კონფერენციის გახსნითი ნაწილი დაეთმო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას სახელწოდებით ,,ლეგენდა სიყვარულზე’’, რომელიც ,,მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის’’ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს.